AstraZeneca-ზე შექმნილი პრობლემების გამოსაკვლევად, “რესპუბლიკურში” აუდიტის სამსახური შევიდა

AstraZeneca-ს გადანაწილებაზე შექმნილი პრობლემების გამოსაკვლევად აუდიტის სამსახური დაავადებათა კონტროლის ცენტრის შემდეგ რესპუბლიკურ საავადმყოფოში შევიდა.

“მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის დროებითი შეფერხება და ისევ გავაგრძელებთ. რაღაც დოზები მოითხოვა ჯანმომ, იმიტომ, რომ შეემოწმებინა ამ ვაქცინების შენახვის პირობები რამდენად სწორად იყო დაცული. შემოწმდა და აღმოჩნდა, რომ ყველაფერი წესრიგშია და ეს დოზები ისევ დაუბრუნდება ჩვენ მოქალაქეებს,” – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ლევან გოფოძემ.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, აუდიტი დღეს წარმოადგენს მოხსენებას.

,,შიდა აუდიტი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა ამ ფაქტის და ასევე პროცესის მეტად უფრო ეფექტური მართვისთვის. ისინი დღეს წარმოადგენენ მოხსენებას, ასევე მოგვცემენ კონკრეტულ მითითებებს, როგორ შეიძლება პროცესი ხარვეზების გარეშე გაგრძელდეს,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები