აშშ-ის ელჩი მოსკოვში დაბრუნდა

აშშ-ის ელჩი, ჯონ სალივანი მოსკოვში დაბრუნდა და “მზადაა, რუსეთთან იმუშაოს ორ ქვეყანას შორის უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობების შესაქმნელად”.

ამის შესახებ თავად დიპლომატმა განაცხადა.

Twitter-ის გვერდზე ნათქვამია, ”დღეს ჩამოვედი მოსკოვში. მზად ვარ, ვიმუშაო აშშ-ის საელჩოს გუნდთან, რომ პროგრესი იყოს მიღწეული აშშ-ის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ საკითხებში, ასევე, რუსეთთან, ქვეყნებს შორის სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობების მისაღწევად”.

ელჩების დაბრუნების შესახებ აშშ-ისა და რუსეთის პირველი პირები ჟენევაში 16 ივნისს შეთანხმდნენ.

რუსეთის ელჩი, რომელიც მარტში იყო “კონსულტაციებისთვის გაწვეული”, 20 ივნისს ვაშინგტონში დაბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები