მაკრონი თვლის, რომ რუსეთთან “მომთხოვნი დიალოგი” უნდა გაიმართოს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსეთთან უნდა აწარმოონ “მომთხოვნი დიალოგი”, “რომ დაიცვან ჩვენი, როგორც ევროპელების ინტერესები”.

ამის შესახებ მან ბრიუსელის სამიტზე მისვლის დროს განაცხადა.

მაკრონის თქმით, ევროკავშირის სამიტზე რუსეთის ფედერაციის მონაწილეობა “აუცილებელია ევროპული კონტინენტის სტაბილურობისთვის” და ევროპის ქვეყნებმა “აღარ უნდა იმსჯელონ რეაქციონისტულად”.

საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთთან დიალოგის აღდგენის კიდევ ერთ მიზეზად აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დაასახელა, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ ევროპელებმა ეს ერთობლივად უნდა გააკეთონ.

მაკრონს არ დაუკონკრეტებია, რატომ იძლევა ამჟამად რუსეთთან დიალოგი უფრო ნაყოფიერ შედეგს, ვიდრე ადრინდელი უშედეგო მცდელობები, მათ შორის, პუტინთან მისი ორმხრივი შეხვედრა, რომელიც 2019 წელს დაიწყო.

მანამდე, გერმანიის კანცლერმა მოუწოდა ევროკავშირს დაალაგონ რუსეთთან მოლაპარაკება უმაღლეს დონეზე, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.

თუმცა, მერკელისა და მაკრონის ამ ინიციატივას ევროკავშირის შიგნით ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, მათ შორის, ბალტიის ქვეყნებია, რომელთა პირველი პირები აცხადებენ, რომ რუსეთთან დიალოგის გაწყვეტა უკავშირდებოდა, მათ შორის, 2014 წლის ყირიმის მოვლენებს. შესაბამისად, იქამდე სანამ დონბასისწ და ყირიმის საკითხი გადაწყვეტილი არ არის, დიალოგის გამართვა, რბილად რომ ვთქვათ, “უპასუხისმგებლოა”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები