პრემიერმინისტრი Rothschild & Co- ის მმართველ დირექტორს შეხვდა
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Rothschild & Co- ის მმართველ დირექტორს არიელ მალარდ დე როტშილდს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსა და კონკრეტულ სფეროებში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს. ასევე, ყურადღება დაეთმო ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს.
შეხვედრას საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური მრჩეველი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით, ვაზილ ჰუდაკი ესწრებოდა.