ინდოეთში “დელტა პლუსის” შტამით პირველი გარდაცვალება დაფიქსირდა

ინდოეთში, მადჰია-პრადეშის შტატში “დელტა პლუსის” შტამით პირველი პაციენტი გარდაიცვალა.

კორონავირუსის ​ეს ვარიანტი ფართოდ გავრცელებული “დელტა” შტამის მუტაცია. მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინდოეთში დაფიქსირდა “დელტა პლუსით” ინფიცირების, დაახლოებით, 40 შემთხვევა.

მეცნიერების აზრით, “დელტა პლუსს” აქვს გაზრდილი გამტარიანობა, ფილტვის უჯრედების რეცეპტორებთან უფრო მჭიდრო კავშირი და მონოკლონური ანტისხეულების რეაქციის შემცირება.

ამასთანავე, როგორც მადჰია-პრადეშის შტატში აცხადებენ, ხუთიდან ოთხმა პაციენტმა ვაქცინა მიიღო და ამჟამად ისინი “დელტა პლუსისგან” გამოჯანმრთელდნენ. გარდაცვლილს ვაქცინაცია არ ჰქონდა გავლილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები