ეკატერინე ტიკარაძე: მას შემდეგ, რაც ჩვენი მოქალაქეების მხრიდან გარკვეული უკმაყოფილება დაფიქსირდა გერმანიის დამსაქმებლის მიმართ, მყისიერად მოხდა სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეების მხრიდან გარკვეული უკმაყოფილება დაფიქსირდა გერმანიის დამსაქმებლის მიმართ, სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება მყისიერად მოხდა.

მისივე თქმით, მოქალაქეების უფლებების დასაცავად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

„გერმანიასთან მიმართებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ მოვახდინოთ საკითხის პოლიტიზირება მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეების უფლებები იყოს დაცული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეების დაცულობისთვის. მას შემდეგ, რაც ჩვენი მოქალაქეების მხრიდან გარკვეული უკმაყოფილება დაფიქსირდა გერმანიის დამსაქმებლის მიმართ, მყისიერად მოხდა სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება, კერძოდ, დასაქმების სააგენტოს მხრიდან, რომელიც დაუკავშირდა როგორც გერმანიის შრომითი უსაფრთხოების სააგენტოს, ასევე, გერმანიის დასაქმების სააგენტოსა და მათი მხრიდან მოხდა შესაბამისი რეაგირებები, რის შედეგადაც დამსაქმებელს თავის მხრივ დაევალა, რომ გაუმჯობესებულიყო დასაქმებულების პირობები, ასევე მოხდა ამ დასაქმებულების გადაყვანა სხვა დამსაქმებელთან. მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეების უფლებები იყოს დაცული“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები