ალეკო ელისაშვილი: ვამბობდით, რომ პენსიების სესხებთან დაკავშირებით შედეგს დავდებდით და, აჰა, ეს დღეც დადგა

“საპარლამენტო სამუშაო ჯგუფთან შეხვედრაზე ლიბერთი ბანკის მფლობელებმა და მმართველებმა დაადასტურეს, რომ მზად არიან, დაუყოვნებლივ გაწყვიტონ კონტრაქტი საპენსიო მომსახურებაზე და გადავიდნენ გარდამავალ რეჟიმში”, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერი, დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, დღევანდელი შედეგი უზარმაზარი წინსვლაა პენსიონერებისთვის.

“ვამბობდით რომ პენსიების სესხებთან დაკავშირებით შედეგს დავდებთ-თქო და, აჰა, ეს დღეც დადგა – დღეს საპარლამენტო სამუშაო ჯგუფთან შეხვედრაზე ლიბერტი ბანკის მფლობელებმა და მმართველებმა დაადასტურეს რომ მზად არიან დაუყოვნებლივ გაწყვიტონ კონტრაქტი საპენსიო მომსახურებაზე და გადავიდნენ გარდამავალ რეჟიმში! კონტრატრის მიხედვით პენსიონერებს ბანკი კიდევ ერთი წელი უნდა მომსახურებოდა, მაგრამ კონტრაქტი ამოიწურება ახალი სატენდერო პირობების შემუშავებისთანავე. ამას სულ მცირე რამდენიმე თვე დასჭირდება და დიდი ალბათობით ახალი ტენდერი პენსიონერების მომსახურებაზე გამოცხადდება წელსვე! ასევე:

1. ლიბერთი ბანკი არ მოსთხოვს კრედიტის დაფარვას გარდაცვლილი პენსიონერის ოჯახის წევრებს;

2. ლიბერთი ბანკი დროში გაუწილვადებს სესხის თანხას პენსიონერებს რომლებსაც უკვე აღებული აქვთ სესხები და დიდ ტვირთად აწვებოდა მათი გადახდა;

3. ლიბერთი ბანკი არა 36, არამედ გაცილებით დაბალ პროცენტში მისცემს სესხს პენსიონერებს რომლებსაც თავდებში დაუდგება დასაქმებული და გარანტირებული შემოსავლის მქონე ოჯახის წევრი;

და ბოლოს:

4. ლიბერთი ბანკი არ შეზღუდავს არცერთ პენსიონერს რომელიც მოისურვებს რომ პენსია ჩაერიცხოს ნებისმიერ სხვა ბანკში.

პარტია “მოქალაქეებიდან” ორი დეპუტატი ვართ და ორივე ვართ დღედაღამ ხალხის სამსახურში და დღევანდელი შედეგი არის უზარმაზარი წინსვლა პენსიონერებისთვის!”, – წერს ელისაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები