ლატვიის პრემიერი: პუტინთან დიალოგი მხოლოდ ყირიმისა და დონბასის პრობლემის მოგვარების შემდეგ იქნება შესაძლებელი

“ლატვია შეშფოთებულია პარიზისა და ბერლინის წინადადებით პუტინთან ევროკავშირის სამიტების აღდგენის შესაძლებლობის შესახებ და მიიჩნევს, რომ აღნიშნული მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც ყირიმისა და დონბასის პრობლემები იქნება მოგვარებული”, – განაცხადა ლატვიის პრემიერმინისტრმა, კრიშიანის კარინშიანმა.

“თუ ჩვენ გვინდა დიალოგის გახსნა რუსეთთან ლიდერების დონეზე, საჭიროა კონკრეტული ნაბიჯები რუსული მხრიდან. დიალოგი დასრულდა 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის ფონზე. დონბასში ბრძოლა გრძელდება. ეს ის პრობლემებია, რომელთა მოგვარებაც არის საჭირო და შემდეგ შევძლებთ რუსეთთან საუბარს”, – თქვა კარინშიანმა.

მან აღნიშნა, რომ კრემლს ესმის მხოლოდ ძალის პოლიტიკა და არ მიიჩნევს “თავისუფალ დათმობებს”, როგორც ძალის ნიშანს.

”უბრალოდ, ახლა გამოდის ისე, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაა, რუსეთი აწარმოებს ომს დონბასში, ევროპა კი მხრებს იჩეჩავს და განაგრძობს დიალოგზე საუბრებს. კრემლს არ ესმის მსგავსი პოლიტიკა”, – მიიჩნევს ლატვიის მთავრობის მეთაური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები