შალვა პაპუაშვილი – ხათუნა სამნიძეს: ეგ ბანერი შეგიძლიათ, ფრაქციის ოთახში გადმოკიდოთ

“ქალთა კვოტირების დებულებას „შარლ მიშელის ფრაქციამ“ დაუჭირა მხარი, ასე რომ, ეგ ბანერი შეგიძლიათ, ფრაქციის ოთახში გადმოკიდოთ”, – ასე მიმართა განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში „რესპუბლიკური პარტიის“ წევრ ხათუნა სამნიძეს.

„ქალბატონ ხათუნას მინდა, მივმართო, ქალბატონო ხათუნა, საპროტესტო ბანერს რაც შეეხება, სავარაუდოდ, თქვენ გულისხმობთ გენდერულ კვოტებს, ამ დებულებას კომიტეტზე მხარი დაუჭირა „შარლ მიშელის ფრაქციამ“. ასე რომ, ეგ ბანერი შეგიძლიათ, ფრაქციის ოთახში გადმოკიდოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა – ხათუნა სამნიძემ და ანი წითლიძემ პარლამენტში გამოფინეს პლაკატი წარწერით, „მატყუარა კაცების პარლამენტი“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები