ლიეტუვის საგარეო უწყება რუსეთის მონაწილეობით ევროკავშირის სამიტის გამართვის ინიციატივას “უპასუხისმგებლოს” უწოდებს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელუს ლანდსბერგისმა “უპასუხისმგებლო” უწოდა გერმანიისა და საფრანგეთის ინიციატივას რუსეთის პრეზიდენტის მონაწილეობით ევროკავშირის სამიტის ჩატარების შესახებ.

Financial Times-თან საუბრისას მინისტრმა თქვა, რომ “რუსეთთან შეხვედრების განახლება იმ დროს, როდესაც მოსკოვი ყველაზე ახლოს არის საბჭოთა კავშირის ტოტალიტარიზმთან – უპასუხისმგებლობაა”.

Financial Times-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებს, ანგელა მერკელსა და ემანუელ მაკრონს სურთ, ევროკავშირმა განიხილოს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სამიტზე მოწვევის შესაძლებლობა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ რუსეთის ფედერაციისა და ევროკავშირის სამიტის ჩატარების ინიციატივა მერკელს ეკუთვნის, მას მხარს უჭერს მაკრონი; მნიშვნელოვანია იმის გაგება, ევროკავშირის წევრები ემხრობიან თუ არა შეხვედრას რუსეთის ფედერაციასა და ევროკავშირს შორის.

საკითხი რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დაადასტურა. მისი თქმით, რუსეთის მონაწილეობით სამიტის ჩატარების ინიციატივა მაკრონსა და მერკელს ეკუთვნით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები