რას აცხადებენ ლევან ვასაძესთან დაკავშირებით პარტიაში

“ერთობა, რაობა, იმედის” დამფუძნებლის, ლევან ვასაძის სავარაუდო მოწამვლისა და თურქეთის კლინიკაში გადაყვანის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახურში არ ადასტურებენ.

როგორც “კვირას” განუცხადეს, ვასაძე თურქეთში ნამდვილად იმყოფება, თუმცა, სხვა მიზეზით.

“იმას, რომ ლევან ვასაძე თურქეთში იმყოფება, ვადასტურებთ. თუმცა, ის, რაც პოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელდა, არასწორია. ცოტა ხანში პარტია ოფიციალურ ინფორმაციას გაავრცელებს”, – განუცხადეს “კვირას” პარტიის პრესსამსახურში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები