მერკელი: რუსეთის პროვოკაციებთან გასამკლავებლად, ევროკავშირში მექანიზმები უნდა შევქმნათ

‘ევროკავშირმა რუსეთის მხრიდან მომდინარე პროვოკაციებზე ერთიანი რეაგირებისთვის მექანიზმები უნდა შექმნას”, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ბუნდესტაგში გამოსვლის დროს.

”ბოლო თვეების მოვლენებმა, და არამარტო გერმანიაში, ნათლად აჩვენა, რომ შეწინააღმდეგება საკმარისი არ არის მაშინ, როდესაც ჩვენ კოორდინებულად არ ვპასუხობთ მრავალრიცხოვან რუსულ პროვოკაციებს. ერთად უნდა შევქმნათ მექანიზმები, რომ პროვოკაციებზე რეაგირება ერთობლივად მოვახდინოთ. მხოლოდ ასე შევძლებთ რუსეთის ჰიბრიდული შეტევების შეწინააღმდეგებას”, – თქვა მერკელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები