ისრაელი ტურისტებისთვის საზღვრების გახსნას აგვისტომდე ახანგრძლივებს

ისრაელის ხელისუფლებამ ტურისტებისთვის საზღვრების გახსნა ერთი თვით გადადო. ქვეყანაში ვიზიტორებს პირველი ივლისის ნაცვლად ახლა უკვე პირველი აგვისტოდან ელოდებიან.

ინფორმაციას ქვეყნის მთავრობის კანცელარიის პრესსამსახური ავრცელებს.

ამასთან, ისრაელში შესვლის აკრძალვა არ ვრცელდება ვაქცინირებული ტურისტების ჯგუფებზე, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებიდან არიან. მათ ქვეყანაში ჩასვლის უფლება მაისის ბოლოდან აქვთ. ამასთან, ასეთ ჯგუფებში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

ისრაელის ყველა მოქალაქემ, რომელიც უცხოეთში მოგზაურობს, აეროპორტში ხელი უნდა მოაწეროს დეკლარაციას, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი არ იმოგზაურებენ ქვეყნებში, სადაც მაღალია COVID-19-ის გავრცელება.

“აკრძალული” ქვეყნების სიაში არიან: არგენტინა, რუსეთი, ინდოეთი, სამხრეთ აფრიკა, მექსიკა და ბრაზილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები