კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 368, იმერეთში – 55, ქვემო ქართლში – 52

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 656 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 368 შემთხვევა, აჭარაში – 48, იმერეთში – 55, ქვემო ქართლში – 52, შიდა ქართლში – 22, გურიაში – 8, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 37, კახეთში – 49, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთში – 9, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 577 საიდანაც: 2 612 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 420, აჭარაში – 161, იმერეთში – 343. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 674 პირი, მათ შორის, თბილისში – 307, აჭარაში – 46, იმერეთში -151. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 166 პირი, მათგან თბილისში – 106, აჭარაში – 8, იმერეთში – 12. 579 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 356 – თბილისში, 218- აჭარაში. 5 386 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები