საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 228 პირი ემსხვერპლა.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 469 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 944 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 525 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 656 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 361 484-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.15 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.43%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.45%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 861 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 347 653-მდე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები