შალვა პაპუაშვილი: ფაქტი, რომ გახარია და სააკაშვილი სასტუმროში ერთად იმყოფებიან და არსებობს ინფორმაცია, რომ მათ შორის შეხვედრა იყო, ადასტურებს, რომ ეს არის ერთიანი თამაში
“ფაქტი, რომ გახარია და სააკაშვილი სასტუმროში ერთად იმყოფებიან და არსებობს ინფორმაცია, რომ მათ შორის შეხვედრა იყო, ადასტურებს, რომ ეს არის ერთიანი თამაში”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი გახარიას მიზანია, „ქართულ ოცნება“ 43 პროცენტზე ქვემოთ ჩამოვიდეს.
„გიორგი გახარიას პოლიტიკაში არანაირი დამოუკიდებელი თამაში არ აქვს, მისი ერთადერთი მიზანი რაც შეიძლება არჩევნებში იყოს, არის, რომ როგორმე, „ქართულ ოცნება“ 43 პროცენტზე ქვემოთ ჩამოვიდეს და ეს ერთადერთი პარტიის „ნაციონალური მოძრაობის მიზანია“. ეს არის ინტერესთა თანხვედრა. ის ფაქტი, რომ ისინი სასტუმროში ერთად იმყოფებიან და არსებობს ინფორმაცია, რომ მათ შორის შეხვედრა იყო, ეს ადასტურებს, რომ ეს არ არის მხოლოდ ინტერესთა თანხვედრა, ეს არის ერთიანი თამაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.