ანრი ოხანაშვილი: სახალხო დამცველმა ვერ დაასახელა ვერც ერთი რეკომენდაცია, რომელიც ჩვენ არ გვაქვს შესრულებული
სახალხო დამცველმა ვერ დაასახელა ვერც ერთი რეკომენდაცია, რომელიც ჩვენ არ გვაქვს შესრულებული, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტმა სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიში მოისმინა.
„საუბარი იყო, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შერჩევა პარლამენტმა უნდა შეაჩეროს.
მე ქალბატონ ნინოს ვკითხე კონკრეტული არგუმენტები წარმოედგინა. იქნებ მართლა საჭიროა შეჩერება? დაირღვა თუ არა რაიმე სამართლებრივი პროცედურა? ვინმეს უფლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრების დროს?
მე ამასთან დაკავშირებით პასუხი ვერ მოვისმინე. მე დავსვი შეკითხვა – დაასახელეთ ვენეციის კომისიის 2019 წლის რომელი რეკომენდაცია არ შეასრულა „ქართულმა ოცნებამ”, რაც წერია შარლ მიშელის დოკუმენტში. სახალხო დამცველმა ვერ დაასახელა ვერც ერთი რეკომენდაცია, რომელიც ჩვენ არ გვაქვს შესრულებული”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.