გარდაბანში ქმარმა ცოლი მოკლა.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებული პოლიციის განყოფილებაში თავად გამოცხადდა და დანაშაული აღიარა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ პუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.