დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

აშშ-ში ფედერალურმა სასამართლომ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ რაიან რუთს უვადო პატიმრობა შეუფარდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, როუთმა გადაწყვეტილების მოსმენის შემდეგ თავის დაჭრა კისრის არეში კალმით სცადა, რის გამოც მას სასამართლოს დარბაზი იძულებით დაატოვებინეს.

დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე გამოაქვეყნა კომენტარი და განაჩენს გამოეხმაურა. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ეს ამერიკაში სამართლიანობისთვის ძალიან დიდი მომენტი იყო.

შეგახსენებთ, რუთი 2024 წლის სექტემბერში ფლორიდაში, ტრამპის ერთ-ერთ გოლფის კლუბთან დააკავეს, როცა პრეზიდენტზე თავდასხმას გეგმავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები