ერდოღანი: აშშ-სა და ირანს შორის დიპლომატიური პროცესი არ შეწყვეტილა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს სურთ, არსებული საკითხები დიპლომატიური გზით მოაგვარონ და მოლაპარაკებების პროცესი არ შეწყვეტილა.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ შევამციროთ დაძაბულობა აშშ-სა და ირანს შორის, რათა თავიდან ავიცილოთ რეგიონის ახალ კონფლიქტსა და ქაოსში ჩათრევა. ჩვენ ნათლად გამოვხატეთ ჩვენი წინააღმდეგობა ირანში სამხედრო ჩარევის მიმართ და ეს ჩვენს კოლეგებსაც გავუზიარეთ. ამ ეტაპზე ვხედავ, რომ ორივე მხარეს დიპლომატიისთვის კარის გაღება სურს და ეს დადებითია. გამოსავალი არა დაპირისპირებაში, არამედ საერთო ენის პოვნასა და მოლაპარაკებებშია. ეს პროცესი აქტიურია და არ შეწყვეტილა. დიალოგისა და დიპლომატიის საფუძველი ღია რჩება“, – განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს.

მან ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ მას შემდეგ, რაც “დაბალი დონის შეხვედრებზე პროგრესი იქნება მიღწეული, აშშ-სა და ირანს შორის ლიდერების დონეზე მოლაპარაკებები” სასარგებლო იქნებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები