ანრი ოხანაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას” – ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს დღემდე გამოაქვს გადაწყვეტილებები 2012 წლამდე ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებებზე

„კოლეგები „ნაციონალური მოძრაობიდან” ხანდახან გამოხატავენ გულისწყრომას რატომ გვახსენებთ 9 წელსო, თუმცა 9 წლის შეხსენება ჩვენი თვითმიზანი არ არის. აქ საუბარია იმაზე, რომ დღემდე გამოდის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გადაწყვეტილებები 2012 წლამდე ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებების შესახებ”, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტმა სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიში მოისმინა.

მისი თქმით, როდესაც ხდება იმის შეფასება, რომ „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს ადგილი ჰქონდა მთელ რიგ სისტემურ დანაშაულებებს, ამ შეფასებას არ აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება, არამედ ეს ეფუძნება სახალხო დამცველის მაშინდელი საქმიანობის შედეგად არსებულ შეფასებებს, საერთაშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს და სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები