მიხეილ სარჯველაძე: 2013 წლიდან იზრდება სახალხო დამცველის რეკომენდაციების გაზიარებისა და უწყებების მიერ შესრულების მაჩვენებელი
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენამდე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დადგენილების პროექტი შეიმუშავა.
დოკუმენტში აისახა სახალხო დამცველის ის რეკომენდაციები, რომელიც პარლამენტის მხრიდან დავალების სახით უნდა გაიცეს შესაბამისი უწყებების მიმართ.
„სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვის აღნიშნული პრაქტიკა დამკვიდრდა 2013 წლიდან. 2013 წლამდე კი პარლამენტი მხოლოდ ცნობად იღებდა სახალხო დამცველის ანგარიშს და არ გაცემულა არცერთი რეკომენდაცია და დავალება მისი ანგარიშიდან გამომდინარე.
ეს პრაქტიკა ყოველწლიურად იხვეწება და ხდება კიდევ უფრო ეფექტიანი, ამის დამადასტურებელია ის , რომ იზრდება პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციების გაზიარებისა და უწყებების მიერ რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი”, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატები სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით მსჯელობენ.