მამუკა მდინარაძე დღევანდელ ამბებზე: ერთი დღის პირობაზე, როგორც მინიმუმ, ძალიან საინტერესოა…
ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ქვეყანაში განვითარებულ დღევანდელ პოლიტიკურ ამბებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
მისი თქმით, საინტერესო წრე იკვრება.
“მხოლოდ დღევანდელი ამბები: 1. გახარია და სააკაშვილი აშშ-ში ერთმანეთს კონსპირაციულად შეხვდნენ.
2. კვლევითმა ორგანიზაციამ, რომლის საველე სამუშაოებს საქართველოში ნაც. მოძრაობის ორგანიზაცია ატარებს, ფორსირებულად ,,გამოაგდო” კვლევა, სადაც ტრადიციულად ,,ქართულ ოცნებას” დააკლო ბევრი, ასევე ბევრი მოუმატა გახარიას პარტიას და მას 8% დაუწერა…
3. ,,ლელოს” ლიდერმა განცხადება გააკეთა და დანარჩენ ოპოზიციას მოუწოდა, პარლამენტიდან გავიდეთო.
4. ნათელაშვილმა – ოპოზიციის ერთადერთი გზა ფანჩატურში დაბრუნებააო.
საინტერესო წრე იკვრება! ერთი დღის პირობაზე, როგორც მინიმუმ, ძალიან საინტერესოა…”, – წერს მამუკა მდინარაძე.