ლევან დოლიძე: მანქანიდან დავინახე, მელიამ ჩაირბინა სპორტულ ტანსაცმელში, ესაა ერთადერთი გადაკვეთა
მე გიორგი გახარია და კახა ქემოკლიძე „Mayflower“-ში შევხდით ერთმანეთს და მეორე დღესვე გადავინაცვლეთ სხვა სასტუმროში, თვალით არ გვინახავს სააკაშვილი, – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ წევრმა ლევან დოლიძემ განაცხადა, რითაც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი გახარიას შეხვედრის თაობაზე.
„არცერთი დღე ჩვენ და მიხეილ სააკაშვილი ამ სასტუმროში არ ვყოფილვართ. ჩვენ სხვადასხვა მიმართულებიდან ჩამოვფრინდით. მოგეხსენებათ, გიორგი გახარია და კახა ქემოკლიძე აქ ბრიუსელიდან ჩამოფრინდნენ, მე იგივე დღეს, საღმაოს – თბილისიდან. ჩვენ სასტუმრო „Mayflower“-ში შევხვდით ერთმანეთს, მხეველობაში მაქვს, კახა ქემოკლიძე, გიორგი გახარია და მე. მეორე დღესვე გადავინაცვლეთ სხვა სასტუმროში, სადაც თვალით არ გვინახავს არც მიხეილ სააკაშვილი, არც ნიკა მელია.
ნიკა მელიასთან დაკავშირებით, მინდა ერთი რამ გითხრათ, როდესც ერთ შეხვედრაზე მივდიოდი, მანქანაში ვიჯექი და დავინახე, რომ ნიკა მელიამ სწრაფი სირბილით ჩაირბინა სპორტულ ტანსაცმელში. როგორც შემდეგ მომივიდა ინფორმაცია „ფეისბუქზე“, ის ვარჯიშობდა. ეს არის ერთადერთი გადაკვეთა, თუ ამას შეიძლება ეწოდოს გადაკვეთა“, – განაცხადა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ .
ცნობისათვის, “რუსთავი 2”- მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონში მიხეილ სააკაშვილსა და გიორგი გახარიას შორის კონსპირაციული შეხვედრა შედგა.