ლევან ნიკოლეიშვილი: ისევ შემთხვევა და ისევ დამთხვევა? – აქვე გახსენდება, კეზერაშვილის მიერ გახარიას დაფინანსებაზე ინფორმაცია

ისევ შემთხვევა და ისევ დამთხვევა??? ვრცელდება ინფორმაცია, რომ სააკაშვილი და თუ კი ვინმე „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგეა, ამჯერად კი გიორგი გახარიაც ერთად იმყოფებოდნენ ერთ სასტუმროში, – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

„დავსვა წერტილი? ალბათობის თეორიის მიხედვით კი. რამდენად იყო შესაძლებელი, რომ ყველა მინუს „ოცნება“ ერთად შემთხვევით მოხვედრილიყო.

აქვე გახსენდება, კეზერაშვილის მიერ გახარიას დაფინანსებაზე ინფორმაცია.

შემომწირველებს გავასაჯაროვებთო და ჯერ კიდევ რომ არ გაუკეთებიათ? კი ბატონო, დავსვამ წერტილს, მაგრამ რაღაც არ ისმება! აი, მრავალწერტილი კი ბატონო…”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები