ანა ბუჩუკური: ბატონი გახარიას შეხვედრა სააკაშვილთან არის ტყუილი

პარტია ,,საქართველოსთვის” წევრი, ანა ბუჩუკური ტყუილს უწოდებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ, სავარაუდოდ, გიორგი გახარია და ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში ერთმანეთს შეხვდნენ.

,,მორიგი პრიმიტიული ტყუილი მმართველი პარტიისგან.

ბატონი გახარიას შეხვედრა სააკაშვილთან არის აბსოლუტური ტყუილი და ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ტყუილების ტირაჟირებას ზოგიერთი მედიასაშუალება ხელს უწყობს”, –  წერს ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები