ეთიოპიაში, ავიადარტყმის შედეგად, სულ მცირე, 43 ადამიანი დაიღუპა

ეთიოპიაში, ქალაქ ტოგოგაში ავიადარტყმის შედეგად, სულ მცირე, 43 ადამიანია დაღუპული.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის სამედიცინო წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღინიშნება, რომ ბოლო პერიოდში მეკელეს რეგიონში საბრძოლო მოქმედებები განახლდა.

არსებული ინფორმაციით, ჭურვი ადგილობრივი დროით 13:00 საათზე აგრარულ ბაზარზე ჩამოვარდა.

თვითმხილველები ყვებიან, რომ თვითმფრინავს ვერ ხედავდნენ, მაგრამ მისი ხმა ესმოდათ.

“როდესაც აფეთქება მოხდა, ყველა გარეთ გავარდა. ცოტა ხნის შემდეგ დავბრუნდით და დაჭრილების დახმარებას ვცდილობდით”, – ამბობს ადგილობრივი ქალი.

ქვეყნის პრემიერმინისტრის, აბი აჰმედის პრესმდივანმა კითხვაზე პასუხი არ გასცა.

მედია წერს, რომ ავიადარტყმის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც მიმდინარე კვირას არჩევნების შედეგები დაჯამდა.

​მომხდარის შედეგად, სულ მცირე, 44 დაჭრილია.

როგორც მედიას მედიცინის მუშაკმა განუცხადა, 20-მდე ექიმი ცდილობდა ადგილზე მისვლას, თუმცა, სამხედროებმა მათ გზა გადაუღობეს და ბაზარში არ შეუშვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები