პაპუაშვილი – გახარია-სააკაშვილის სავარაუდო შეხვედრაზე: ეს ადასტურებს იმას, რომ მისი გადადგომა აწყობდა „ნაცმოძრაობას“, მისი დაბრუნებაც აწყობს „ნაცმოძრაობას“

‘ეს ადასტურებს იმას, რომ გახარიას გადადგომა აწყობდა „ნაცმოძრაობას“, მისი დაბრუნებაც აწყობს „ნაცმოძრაობას“, – ასე გამოეხმაურა განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პარტია ,,საქართველოსთვის” დამფუძნებლის, გიორგი გახარიასა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო კონსპირაციულ შეხვედრას.

მისი თქმით, ის, რომ მიხეილ სააკაშვილმა ამხელა გზა გაიარა, რომ ჩასულიყო ვაშინგტონში და შეხვედროდა იქ მყოფ გიორგი გახარიას, ადასტურებს იმას, რომ მნიშვნელოვანი საკითხები აქვთ ერთმანეთთან განსახილველი.

„ვიდეოფაქტები ვიხილეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება ვაშინგტონში, სადაც ასევე არის გიორგი გახარია და სავარაუდოდ მათ შორის შეხვედრა შედგა. ეს ადასტურებს რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ გიორგი გახარიას გადადგომა აწყობდა „ნაციონალურ მოძრაობას“, მისი დაბრუნება პოლიტიკაში აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს წრე შეიკრა და ამ ფაქტით დასტურდება ის ეჭვები, რაც ჩვენ გვქონდა. ის, რომ მიხეილ სააკაშვილმა ამხელა გზა გაიარა, რომ ჩასულიყო ვაშინგტონში და შეხვედროდა იქ მყოფ გიორგი გახარიას, ადასტურებს იმას, რომ მნიშვნელოვანი საკითხები აქვთ ალბათ, ერთმანეთთან განსახილველი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები