ირაკლი ჩიქოვანი და თამარ ტალიაშვილი იტალიის პარლამენტის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ
ევროპის საბჭოს საპარლმენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ირაკლი ჩიქოვანი და დელეგაციის წევრი, თამარ ტალიაშვილი ასამბლეაში წარმოდგენილი სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფის ვიცეპრეზიდენტსა და იტალიის პარლამენტის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, პიერო ფასინოს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საქართველოსა და იტალიას შორის არსებული ურთიერთობების, ასევე, თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით განმტკიცების შესახებ ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტთაშორისო კავშირების გააქტიურების მნიშვნელობაზე.
მხარეებმა ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის საკითხი განიხილეს.
ასევე, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ამ გზაზე მიღწეული პროგრესი იყო.