“ვიზის სწორად გამოყენება თქვენი პასუხისმგებლობაა” – საქართველოში აშშ-ის საელჩო მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოში აშშ-ის საელჩო მოქალაქეებისთვის ინფორმაციას აქვეყნებს, რომელშიც ვიზის სწორად გამოყენების შესახებ არის საუბარი.
“ვიზის სწორად გამოყენება თქვენი პასუხისმგებლობაა. B1/B2 ვიზიტორის ვიზით ნებადართულია:
ტურიზმი
დასვენება
შოპინგი
მეგობრებსა და ნათესავებთან ვიზიტი
შეხვედრები ბიზნეს პარტნიორებთან
კონფერენციაზე დასწრება
B1/B2 ტიპის ვიზით არ არის ნებადართული:
„სამშობიარო ტურიზმი“ (მოგზაურობა იმ მიზნით, რომ შვილი აშშ-ში გააჩინოთ და ბავშვმა აშშ-ის მოქალაქეობა მიიღოს)
მუშაობა, რის შედეგადაც მიიღებთ ანაზღაურებას ამერიკელი დამსაქმებლისგან ან ბიზნესისგან
სწავლა ხარისხის ან აკადემიური კრედიტების მისაღებად
ანაზღაურებადი გამოსვლები”, – განმარტებულია ინფორმაციაში.