რატი ბრეგაძე კელი დეგნანს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი აშშ-ის ელჩს შეხვდა.

როგორც “კვირას” იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, რატი ბრეგაძემ კელი დეგნანს სამინისტროს პრიორიტეტები და ის სიახლეები გააცნო, რომლებზედაც მუშაობა უკვე დაწყებულია.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და აშშ-ს შორის მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა უკვე 25 წელია, არსებობს და ის მოიცავს მართლმსაჯულების, სისხლის სამართლის, პენიტენციური სისტემების სფეროებს.

აშშ-ის ელჩმა ხაზი გაუსვა იუსტიციის სამინისტროსთან პარტნიორობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ, იუსტიციის მინისტრის პრიორიტეტების შესაბამისად, თანამშრომლობის სფეროები კიდევ უფრო გაფართოვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები