მაია ბითაძე: არ შეიძლება მშენებლობის ნებართვის გამარტივება, ეს გზა თბილისმა და ბათუმმა გაიარა და თვალსაჩინოა, რა მდგომარეობაა ამ ორ ქალაქში

„დერეგულაცია არ არის ის გზა, რომელიც აირჩია განვითარებულმა მსოფლიომ. ანარქიასა და ქაოსში ქალაქები ვერ ვითარდებიან.

ანარქიულად ქალაქმშენებლობა არ შეიძლება. სახელმწიფოს ჩარევა ქალაქდაგეგმარებაში აუცილებელია. არ შეილება მშენებლობის ნებართვის გამარტივება. ეს გზა თბილისმა და ბათუმმა გაიარა და თვალსაჩინოა, რა მდგომარეობაა ამ ორ ქალაქში”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, ქალაქების განაშენიანება, გენერალური გეგმების მიხედვით უნდა ხდებოდეს და დაუშვებელია, ხალხმა გადაწყვიტოს, რა უნდა აშენდეს.
„ამისთვის არსებობს ზონალობა და ამისთვის არსებობს თბილისის გენერალური გეგმა, რომელიც 2019 წელს დამტკიცდა”. პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში” შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები