შალვა პაპუაშვილი – ხაზარაძის განცხადებაზე: თუ უნდათ, კვლავაც ძირი გამოუთხარონ დემოკრატიას და უარი უთხრან საკუთარ ამომრჩეველს წარმომადგენლობაზე, ეს მათი არჩევანია
“როგორც აქამდე იყვნენ ძირგამომთხრელ მდგომარეობაში, როცა პარლამენტში არ იყვნენ, თუ უნდათ, კვლავაც ძირი გამოუთხარონ დემოკრატიას და უარი უთხრან საკუთარ ამომრჩეველს წარმომადგენლობაზე, ეს მათი არჩევანია”, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუკი მოსართლეთა დანიშვნის პროცესი გაგრძელდება, პარლამენტს დატოვებენ.
მისი თქმით, პარლამენტში ყოფნით ოპოზიცია ,,ქართულ ოცნებას” კი არ უწევს ანგარიშს, არამედ ეს მათი ამომრჩევლის ნებაა.
“ლელოს” წარმომადგენლები მგონი ვერ ხვდებიან, რომ ამ ყოფნით „ქართულ ოცნებას“ კი არ უწევენ ანგარიშს და ჩვენ გამო კი არ არიან აქ, ისინი აქ არიან, რადგან აირჩიეს საქართველოს მოქალაქეებმა. ასე რომ, აქ არაფერ შუაშია „ქართული ოცნება“, არც ნიშნის მოგება გვჭირდება ჩვენ, არც ანგარიშის გაწევა. ისინი წარმოადგენენ საკუთარ ამომრჩეველს. როგორც აქამდე იყვნენ ძირგამომთხრელ მდგომარეობაში, როცა პარლამენტში არ იყვნენ, თუ უნდათ კვლაც ძირი გამოუთხარონ დემოკრატიას და უარი უთხრან საკუთარ ამომრჩეველს წარმომადგენლობაზე, ეს მათი არჩევანია”, – განაცხადა პაპუაშვილმა.