ბრიტანეთის თავდაცვის უწყება რუსი სამხედროების მიერ მათი გემის მიმართულებით ცეცხლის გახსნას უარყოფს

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო რუსეთის თავდაცვითი უწყების ინფორმაციას უარყოფს, რომ რუსმა სამხედროებმა ყირიმთან ახლოს HMS Defender-ის მისამართით გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნეს.

აღინიშნება, რომ გემი უკრაინის ტერიტორიული წლების გავლით, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად მშვიდობიანად გადიოდა, შესაბამისად, მისი მიმართულებით ცეცხლი არავის გაუხსნია.

შესაბამისი ინფორმაცია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს Twitter-ის გვერდზე გავრცელდა.

“გამაფრთხილებელი გასროლა არ განხორციელებულა. ბრიტანეთის საზღვაო ფლოტის გემი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ახორციელებს უკრაინის ტერიტორიულ წყლებში მშვიდობიან გავლას”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, ბრიტანეთის თავდაცვაში აცხადებენ, რომ “ვფიქრობთ, რუსები შავ ზღვაში ატარებდნენ წვრთნებს არტილერიის გამოყენებით და საზღვაო საზოგადოება საქმიანობის შესახებ წინასწარ გააფრთხილეს. არცერთი გასროლა არ განხორციელებულა HMS- ის მიმართულებით და ჩვენ არ ვაღიარებთ მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ ჩვენი გემის გზაზე ბომბები ჩამოაგდეს”.

მანამდე, რუსულმა მედიამ თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა შესაბამისი შინაარსის ინფორმაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები