კახა კალაძე: ვწუხვარ „ქართული ხმების“ სოლისტის, ზურაბ ბაკურაძის გარდაცვალების გამო, უბედურმა შემთხვევამ ახალგაზრდა, ნიჭიერი, ყველასათვის საყვარელი მომღერლის სიცოცხლე შეიწირა

თბილისის მერი, კახა კალაძე “ქართული ხმების” სოლისტის, ზურაბ ბაკურაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“ვწუხვარ „ქართული ხმების“ სოლისტის, ზურაბ ბაკურაძის გარდაცვალების გამო. უბედურმა შემთხვევამ ახალგაზრდა, ნიჭიერი, ყველასათვის საყვარელი მომღერლის სიცოცხლე შეიწირა.

ვუსამძიმრებ ზურაბ ბაკურაძის ოჯახის წევრებს, მის მეგობრებს, ანსამბლ „ქართულ ხმებს“ ამ უდიდეს დანაკარგს”, – წერს კალაძე სოციალურ ქსელში.

უბედური შემთხვევის შედეგად, „ქართული ხმების“ სოლისტი, ზურაბ ბაკურაძე გარდაიცვალა. შემთხვევა რაჭაში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ონის რაიონის სოფელ შქმერში ქვეითად გადაადგილდებოდა, რა დროსაც გზა ჩავარდა, რის შედეგადაც ბაკურაძე ხევში ჩავარდა. ზურაბ ბაკურაძე სხვადასხვა დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტებში მონაწილეობდა და იყო ქართული სიმღერების ტელეგაკვეთილების წამყვანი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები