რუსმა სამხედროებმა შავ ზღვაში ბრიტანული გემის მიმართულებით გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნეს

რუსმა სამხედროებმა შავ ზღვაში ბრიტანული ხომალდის – HMS Defender- ის მიმართულებით გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნეს.

ინფორმაცის რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აღინიშნება, რომ “სამხედრო გემი გაფრთხილებულია იარაღის გამოყენების შესახებ, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის შემთხვევაში.
ეკიპაჟს გაფრთხილებაზე რეაგირება არ ჰქონია”.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამის შემდეგ ბრიტანულმა გემმა ​ფიოლენტის კონცხი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარეობს, დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები