„ცოცხალი მკვდრები“ – „რადიუმის გოგონების“ ტრაგედია და ბრძოლა კომპანიის წინააღმდეგ

Raidum girls

გასული საუკუნის 30-იან წლებში აშშ-ის ერთ-ერთ ფაბრიკაში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. კომპანია U.S. Radium-ის საწარმოში, რომელიც სამხედროებისთვის საათებს აწარმოებდა, ათობით ქალი დაშავდა. ისინი საათების ციფერბლატებს მანათობელი საღებავით ხატავდნენ. ქალები ისტორიაში შევიდნენ როგორც „რადიუმის გოგონები“.

მიუხედავად იმისა, რომ მეოცე საუკუნე ტექნიკური პროგრესის საუკუნედ ითვლება, უბრალო ხალხმა მაინც არ იცოდა ბევრი ნივთიერების შემადგენლობა და თვისებები. მანათობელ საღებავებს ხშირად, როგორც მაჯის საათების, ისე სამხედრო ტექნნიკის ციფერბლატებისთვისაც იყენებდნენ.

ეს მძიმე სამუშაო არ იყო, მაგრამ ძალიან საფრთხილო გახლდათ, ამიტომ მოხატვაზე ახალგაზრდა გოგონები მუშაობდნენ თხელი, მოქნილი თითებითა და მახვილი მზერით. არავინ, U.S. Radium-ის დაბალი რანგის თანამშრომლებიდან, არ იცოდა, რომ ეს სამსახური სიცოცხლისთვის სახიფათო იყო, ვინაიდან რადიუმი – რადიოაქტიური ნივთიერებაა, რომლის მოხმარებასაც უსაფრთხოების წესების მკაცრად დაცვა სჭირდება.

კომპანიის ხელმძღვანელებისა და ინჟინრებისთვის ეს საფრთხე საკმაოდ კარგად იყო ცნობილი, ამიტომ ისინი გაურბოდნენ საღებავთან და ნივთიერებასთან უშუალო კონტაქტს. გარდა ამისა, კომპანია U.S. Radium, როგორც საკუთარი ინდუსტრიის ფლაგმანი, უშვებდა ბროშურებს აღნიშნული ნივთიერების მოხმარების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და წარმატებით ჰყიდდა მათ უნივერსიტეტებში.

ლაბორატორიებსა და ქარხნის საწყობებში რადიუმთან სამუშაოდ სპეციალური მაშები  და ტყვიისგან დამზადებული დამცავი ეკრანები იხმარებოდა, მაგრამ ცეხის რიგით მუშაკებზე მაინც არავინ ფიქრობდა. პირველი უცნაური სიკვდილი ქარხანაში ჯერ კიდევ 20-იანი წლების დასწყისში დაფიქსირდა. თავიდან კომპანიის მთავარი ქიმიკოსი, ექიმი ედვინ ლემანი დაიღუპა, შემდეგ კი, რამდენიმე გოგონაც.

ყველა მათგანი ერთსა და იმავე გარემოში გარდაიცვალა, რამაც ნიუარკის რაიონის ექიმ ჰარისო მარტლენდს აიძულა, ამ გარდაცლებების გამოძიება დაეწყო. შედეგი შემაშფოთებელი იყო – ექიმმა აღმოაჩინა, რომ აშშ-სა და კანადაში, დაახლოებით, 4000 ადამიანს ყოველდღიურად ჰქონდა კონტაქტი სასიკვდილო საფრთხის მქონე ნივთიერებასთან.

ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ის ქალები იყვნენ, რომლებიც საათების ციფერბლატზე ხატავდნენ. თითოეული მათგანის წინ კონტეინერი იდო, რომელშიც მძიმე მეტალის შემცველი საღებავი იყო მოთავსებული. ისინი მასში დებდნენ აქლემის ბეწვისგან დამზადებულ ფუნჯს და ციფრებს ხატავდნენ. ყოველდღე თითო მათგანი 250 ციფერბლატს ხატავდა, სანაცვლოდ კი, ერთ პენს იღებდა.

ყველამ, ვისაც კი თხელი ფუნჯებით დაუხატავს, იცის, თუ როგორ იყოფა მათი ბოლოები. ამ პრობლემას U.S. Radium-ის ქარხნის გოგონებიც შეეჯახნენ. კომპანიის ტექნოლოგები ფუნჯებისთვის ფორმის დასაბრუნებლად გოგონებს ურჩევდნენ, გამოეყენებინათ ტუჩები და ენა. მომუშავეებიც ამ „სასარგებლო“ რჩევას ითვლისწინებდნენ და რადიუმის საფრთხის შესახებ არც არაფერი იცოდნენ. ისინი ლუმინესცენტური საღებავით იღებავდნენ ფრჩხილებს და ტუჩებსაც კი.

გოგონების ჯანმრთელობაზე ყურადღება პირველად სტომატოლოგებმა გაამახვილეს. გოგონები ხშირად მიმართავდნენ მათ სერიოზული პრობლემებით – ღრძილების სისხლდენა, მორყეული და ჩამოცვენილი კბილები, გაურკვევლად მოტეხილი კბილები და სხვა.

ეს არ იყო გოგონების ერთადერთი პრობლემა, ისინი ხშირად უჩიოდნენ მენსტრუალური ციკლის დარღვევას და მათგან უმრავლესობა უშვილოც იყო. ქარხნის თანამშრომლები კვდებოდნენ ონკოლოგიური დაავადებებისგანაც, მაგრამ სტატისტიკას აღნიშნულთან დაკავშირებით არავინ აწარმოებდა – კომპანიისთვის ეს არამომგებიანი იყო.

ჰარისონ მარლენდის გამოძიებამ საზოგადოების და ქარხნის უფროსების ყურადღება მიიპყრო. კომპანიის ხელმძღვანელობა კატეგორიულად უარყოფდა ყველა ბრალდებას. ფირმა არ ზოგავდა თანხებს ადვოკატებისთვის და ექსპერტების მოსასყიდად – ბევრი მედიკოსი, ვინც კომპანიისგან სოლიდურ თანხას იღებდა, მხარს უჭერდა U.S. Radium-ს.

ქარხანაში დასაქმებული პირველად 1923 წელს დაიღუპა – ქალბატონს ჰქონდა დაავადება, რომელსაც მოგვიანებით „რადიუმის ყბა“ ეწოდა. მისი ქვედა ყბის ძვალი, უბრალოდ, ჩაიშალა სწრაფად განვითარებადი ნეკროზისგან. 1924 წელს უკვე, დაახლოებით, 50 ქალი იყო დაავადებული, მათგან რამდენიმე იმავე წელს დაიღუპა.

კომპანიის ხელმძღვანელობისგან მოსყიდული ექიმები ცრუ დასკვნებს იძლეოდნენ. დიაგნოზი – სიფილისი. ეს დაავადება ფართოდ იყო გავრცელებული 20-იან წლებში და მისი ერთ-ერთი სიმპტომი ძვლების დაშლაა.

აქედან გამომდინარე, დახმარების მაგივრად, რადიუმისგან დაზარალებული ქალებმა ახლა მსუბუქი ყოფაქცევის ქალების რეპუტაციაც მიიღეს და მარტო დარჩნენ საკუთარ პრობლემებთან.U.S. Radium-ის თანამშრომელთა უმრავლესობა ექიმებს ბოლომდე არ მიმართავდა, ეშინოდათ, რომ მათაც შეულახავდნენ რეპუტაციას.

სასამართლო

1928 წელს ექიმი საბინ არნოლდ ფონ სოხოცკი გარდაიცვალა – ნიჭიერი ქიმიკოსი და ლუმინესცენტური საღებავის შემქნელი. მეცნიერი არ ისვამდა საღებავს პირზე, მაგრამ მრავალი წელი ჰქონდა კავშირი მძიმე მეტალთან და თანაც, დიდ ოდენობასთან. ის რადიუმის რიგით მე-16 მსხვერპლი გახდა.

ასეთი ცნობადი პერსონის სიკვდილმა ხელი შეუწყო გოგონების საქმის გამოძიებას. პირველმა საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა გრეის ფრაიერმა დაიწყო. მას რთული გზის გავლა მოუწია, რათა ისეთი იურისტი ეპოვა, ვინც მზად იქნებოდა მსგავს ძლიერ კომპანიასთან დასაპირისპირებლად. ფრაიერს ამისთვის 2 წელი დასჭირდა.

როდესაც ადვოკატი გამოჩნდა, გრეისს რადიუმის მსხვერპლი კიდევ ორი გოგონა შეუერთდა. პროცესი ძალიან ნელა მიდიოდა, ვინაიდან მოპასუხე ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა საქმის გამოძიებას, ხოლო დაზარალებულებს ძალიან სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდათ.

სასამართლოს პირველ სხდომას ხუთი მომუშავე ესწრებოდა: გრეის ფრაიერი, ედნა ჰასმანი, კეტრინ შაუბი და მისი დები – კვინტა მაკდონალდი და ალბინა ლარისი. ყველა მათგან მძიმედ იყო დასნებოვნებული, ორი მათგანი კი, საწოლიდანაც ვერ დგებოდა. ზუსტად მაშინ გაიგო მთელმა ამერიკამ, თუ რა საშინელება ხდებოდა U.S. Radium-ის ქარხანაში, ხოლო ქარხნის მუშებმა მიიღეს ზედმეტსახელი „რადიუმის გოგონები“.

ეს ნამდვილი „ცოცხალი მკვდრები“ იყვნენ. მათი სახეები დამახინჯებული იყო შეშუპებებითა და წყლულებით, სხვები კი, ჰგავდნენ ჩონჩხებს, გადაჭიმული კანით… ერთს ხელი არ ჰქონდა. მაგრამ, ქალები მხნედ იყვნენ და სიმართლის დადგენა სურდათ. მათ გამბედაობას არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ სხვადასხვა ქვეყნებიდანაც აკვირდებოდნენ.

სასამართლო პროცესმა არ დაუბრუნა გოგონებს ჯანმრთელობა – ისინი ერთმანეთის მიყოლებით კვდებოდნენ საბოლოო განაჩენის გამოტანამდე, მაგრამ ამ პრეცედენტის შემდეგ ხელისუფლებამ კანონების მიღება დაიწყო, რომლებიც მუშების უსაფრთხოების სტანდარტებს არეგულირებდნენ და დაზარალებულებისთვის ანაზღაურების გარანტიას იძლეოდნენ.

აქამდე კომპენსაციის მიღება შეუძლებელი იყო. კომპანია Radium Dial-ის ქარხანაში მომუშავე ქალებმა შტატ ილინოისში, ჯანმრთელობის შელახვის გამო, 1927 წელს კომპენსაცია მოითხოვეს, მაგრამ უარი მიიღეს. დაიწყო მძიმე სასამართლო პროცესები, რომელთა დასრულებამდე, ცხადია, მომჩივანთა უმრავლესობამ უბრალოდ ვერ გაძლო და გარდაიცვალა.

მხოლოდ 1938 წელს, 11 წლის შემდეგ, სასამრთლოს დადგენილებით, ქალებისთვის კომპენსაცია უნდა გადაეხადათ, მაგრამ Radium Dial-ი დანებებას არ აპირებდა და სასამართლოში აპელაცია შეიტანა, რომელსაც კიდევ ერთი წელი განიხილავდნენ. საბოლოდ, აპელაცია უარყვეს და სასამართლოს პირვანდელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა. კომპანიამ სულ 8 ასეთი სასამართლო წააგო და იძულებული გახდა, საკუთარი თანამშრომლებისთვის გადაეხადა.

რადიუმისგან დაშავებულმა ძალიან ცოტა გოგონამ იცოცხლა დამსაქმებლის მიერ დანაშაულის აღიარებამდე  და მათ ანაზღაურება მიიღეს. მათი ტანჯვა სულაც არ იყო უსარგებლო – ზუსტად „რადიუმის გოგონების“ საქმემ უბიძგა შრომის უსაფრთხოების სფეროს განვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები