შვედეთში ეჭვი აქვთ, რომ სამედიცინო ცენტრი კოვიდ19-ის ტესტის ყალბ ცნობებს გასცემდა

შვედეთის პოლიციამ სტოკჰოლმის გარეუბნებში კერძო სამედიცინო ფონდის – Doktorgruppen-ის რამდენიმე ოფისში ჩხრეკა ჩაატარა.

აღნიშნული მას შემდეგ მოხდა, რაც ცნობილი გახდა, რომ 100 ათასმა შვედმა შესაძლოა, კოვიდ19-ზე ყალბი ცნობა მიიღო.

ფონდი ეჭვმიტანილია მთელი ქვეყნის მასშტაბით ყალბი სერთიფიკატების გაცემით, რამდენიმე საათის განმავლობაში.

აღინიშნება, რომ ფონდი პაციენტის ნიმუშებს შემოწმებაზე ლაბორატორიებში არ აგზავნიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ, ვისაც ჰქონდათ COVID-19 დაკავშირებული ინფორმაცია, მალავდნენ და ვირუსის გავრცელებას აგრძელებდნენ.

მომხმარებლები ტესტისა და სერთიფიკატისთვის დაახლოებით 167 ევროს იხდიდნენ.

ზოგადი შეფასებით, პანდემიის დროს ფონდმა შესაძლოა, 10 მილიონი ევროს შოვნა შეძლო.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მთავარი ეჭვმიტანილი 33 წლის ექიმია, ასევე, ექვსი პირი. ყველა მათგანი ბრალს უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები