აშშ-ში მოსახლეობის 70%-ია ვაქცინირებული

შეერთებულ შტატებში 30 წელს გადაცილებული მოზრდილების 70% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზით არის აცრილი.

ამის შესახებ თეთრი სახლის პანდემიაზე რეაგირების კოორდინატორმა, ჯეფრი ზინტისმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის ადმინისტრაციამ წარმატებით შეასრულა, 4 ივლისამდე, მოზრდილთა 70%-ის ვაქცინაციის ამოცანა, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაისახა.

აღინიშნება, რომ ამ დროისთვის შეერთებულ შტატებში 150 მილიონზე მეტი ადამიანი უკვე სრულად არის აცრილი, ხოლო 177-მა მილიონმა პრეპარატის ერთი დოზა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები