საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 211 პირი ემსხვერპლა.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37 923 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 636 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 287 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 773 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 360 828-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.04 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.42%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.49%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 575 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 346 792-მდე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები