23 ივნისს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართება

23 ივნისს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართება. პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომა 10:00 საათზე დაიწყება.

საბჭოს დღის წესრიგი უცნობია, თუმცა სხდომაზე სავარაუდოდ, საქართველოსა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით შექმნილ ვითარებას განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები