ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი: კორონავირუსის ახალი შემთხვევების 70% ინდური შტამია

კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გავრცელების გამო, ისრაელში დღე-ღამეში ბოლო 2 თვის მანძილზე ვირუსით დაინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Times of Israel ავრცელებს.

ისრაელის ჯანდაცვის მინისტრის, ჩეზი ლევის თქმით, ინფიცირებულთა 70%-ს სწორედ ინდური ვარიანტი დაუფიქსირდა. ამ დროისთვის ისრაელში კორონავირუსის 434 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ისრაელში დახურულ სივრცეებში პირბადის ტარებაზე შეზღუდვა გასულ კვირას მოიხსნა. ამ დროისთვის ქვეყანაში მოსახლეობის 56.9% ორივე დოზით აიცრა. ისრაელში ახლა 12-15 წლის მოზარდების ვაქცინაცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები