მოსკოვის რესტორნებში მხოლოდ კოვიდვაქცინირებულებს შეუშვებენ

მოსკოვში, კორონავირუსის ინდური შტამის სწრაფი გავრცელების ფონზე, კვების ობიექტების მუშაობაში ცვლილება შედის. კერძოდ, 28 ივნისიდან ყველა რესტორანი ე.წ.კოვიდისგან თავისუფალ რეჟიმში იმუშავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ობიექტებზე მხოლოდ ვაქცინირებული სტუმრები დაიშვებიან.

მისი თქმით, რესტორნებისა და კაფეების სტუმრობის ანალოგიური წესები ბევრ ევროპულ და აზიურ ქალაქში მოქმედებს.

ამიერიდან, რესტორნებში შევლენ მხოლოდ პირები, რომლებსაც აცრა აქვთ გაკეთებული; უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში გადაიტანეს კოვიდ19; გააჩნიათ ვირუსზე უარყოფითი ტესტი, რომელიც ბოლო სამი დღის განმავლობაშია გაკეთებული.

ამასთან, აუცილებელი იქნება ინფორმაციის წარდგენა მხოლოდ QR-კოდით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები