სომხეთში, დაახლოებით, ორ კვირაში კორონავირუსის ახალ ტალღას პროგნოზირებენ

 

სომხეთის დაავადებათა პრევენციისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, გაიანე სააკიანის განცხადებით, ქვეყანაში კოვიდ19-ის გავრცელება გრძელდება.

მისი თქმით, თუ ყოველდღიურად ახალი შემთხვევების რიცხვი 10%-ით გაიზრდება, ტემპები გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდება. ასეთი მატება უკვე ორ კვირაში იქნება მოსალოდნელი.

მისი თქმით, თუ ერთი თვის წინ ვირუსი გავრცელების კოეფიციენტი 0,4%- შეადგენდა, დღეს ის უკვე 1,1%-ის ნიშნულზეა.

“ახალი ტალღის არიდების ან მზადყოფნისთვის საჭიროა ვაქცინაციის აგიტირება, განსაკუთრებით – 65 წელს ზემოთ ასაკის პირებში, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს, ასევე, სამედიცინო და სოციალური სამსახურების მუშაკებში”, – თქვა მან.

22 ივნისის მდგომარეობით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 77 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან 224 330-ე შემთხვევაა. რესპუბლიკაში ვირუსისგან სულ 4 502 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები