პუტინი: ჩვენი მიზანია კონტინენტური უსაფრთხოების უზრუნველყოფა გამყოფი ხაზების გარეშე, დროა, კონფლიქტები და შეცდომების ტვირთი წარსულში დავტოვოთ
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ დროა, წარსულის გაუგებრობები, წყენები, კონფლიქტები და შეცდომები ჩარსულს ჩაბარდეს, რადგან ეს ტვირთი ევროპას ხელს უშლის ყურადღება გაამახვილოს აქტუალურ პრობლემებზე.
ამის შესახებ მან გაზეთ Die Zeit-სთვის დაწერილ სტატიაში განაცხადა, რომელიც დიდი სამამულო ომის დაწყებიდან 80 წლის თავს მიეძღვნა.
მისივე თქმით, რუსეთის მიზანია კონტინენტური უსაფრთხოების უზრუნველყოფა გამყოფი ხაზების გარეშე.
“მსოფლიო დინამიურად ვითარდება, ახალი გამოწვევებისა და საფრთხეების წინაშე დგას. ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია წარსული გაუგებრობების, წყენების, კონფლიქტებისა და შეცდომების ტვირთი ვატაროთ. ტვირთი, რომელიც ხელს შეგვიშლის ყურადღება გავამახვილოთ აქტუალური პრობლემების მოგვარებაზე. დარწმუნებული ვართ, რომ ყველამ უნდა ვაღიაროთ ეს შეცდომები და გამოვასწოროთ ისინი. ჩვენი საერთო და უდავო მიზანია კონტინენტური უსაფრთხოების უზრუნველყოფა გამყოფი ხაზების, თანაბარი თანამშრომლობისა და უნივერსალური განვითარების საერთო სივრცის სახელით ევროპისა და მთლიანად მსოფლიოს კეთილდღეობისთვის”,- აცხადებს პუტინი.