ქოჩარიანი: ვაპირებთ, საპარლამენტო და ქუჩის ბრძოლა გავაგრძელოთ

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, ბლოკ “სომხეთის” ლიდერი, რობერტ ქოჩარიანი აცხადებს, რომ მისი თანაპარტიელები და თანამოაზრეები პარლამენტსა და ქუჩაში ბრძოლას გააგრძელებენ.

ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“არ ვართ ომში, მაგრამ ეს არის პოლიტიკური ბრძოლა. დიახ, მე მჯერა, რომ ჩვენ მივიღეთ ძალიან სერიოზული ახალი შესაძლებლობები ბრძოლის გასაგრძელებლად”, – თქვა პოლიტიკოსმა.

მისი ინფორმაციით, საარჩევნო შტაბები კენჭისყრის პროცესში დარღვევების შესახებ მასალებს აგროვებენ, რომ შემდგომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ. მისი თქმით, არჩევნების შედეგები მოულოდნელი იყო მათთვის, სავარაუდოდ, მრავალი ადამიანისთვისაც. გამოკითხვები განსხვავებულ სურათს იძლეოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები