პუტინი: ევროპაში დაძაბულობა იზრდება, რეალურია გამალებული შეიარაღების რისკები
“ევროპული უსაფრთხოების მთელი სისტემა სერიოზულად დეგრადირებულია. დაძაბულობა იზრდება და გამალებული შეიარაღების ახალი რისკები რეალური ხდება. ჩვენ ხელიდან ვუშვებთ თანამშრომლობის უზარმაზარ შესაძლებლობებს, მით უფრო, რომ ახლა ის ასე მნიშვნელოვანია, როდესაც ყველა საერთო გამოწვევების წინაშე ვდგავართ – პანდემია და მისი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური შედეგები”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სტატიაშია ნათქვამი, რომელიც გაზეთ Die Zeit-ში გამოქვეყნდა.
“დიდი ევროპის პოსტომამდელი ისტორია ადასტურებს, რომ ჩვენი საერთო კონტინენტის კეთილდღეობა და უსაფრთხოება მხოლოდ ყველა ქვეყნის, მათ შორის, რუსეთის ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი იმიტომ, რომ რუსეთი ერთ-ერთი უდიდესი ევროპული სახელმწიფოა. ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს განუყოფელ კულტურულ და ისტორიულ კავშირს ევროპასთან.
ჩვენ ღია ვართ გულახდილი და კონსტრუქციული ურთიერთქმედებისათვის. ამას ადასტურებს ჩვენი იდეა ატლანტიკიდან წყნარ ოკეანემდე თანამშრომლობისა და უსაფრთხოების ერთიანი სივრცის შექმნის შესახებ, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ინტეგრაციის ფორმატს, მათ შორის, ევროკავშირსა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს.
მსოფლიო დინამიკურად ვითარდება, ახალი გამოწვევებისა და საფრთხეების წინაშე დგას. ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია, წარსული გაუგებრობების, წყენების, კონფლიქტებისა და შეცდომების ტვირთი ვატაროთ. ტვირთი, რომელიც ხელს შეგვიშლის, ყურადღება გავამახვილოთ აქტუალური პრობლემების მოგვარებაზე. დარწმუნებულები ვართ, რომ ყველამ უნდა ვაღიაროთ ეს შეცდომები და გამოვასწოროთ ისინი. ჩვენი საერთო და უდავო მიზანია კონტინენტური უსაფრთხოების უზრუნველყოფა გამყოფი ხაზების, თანაბარი თანამშრომლობისა და უნივერსალური განვითარების საერთო სივრცის სახელით ევროპისა და მთლიანად მსოფლიოს კეთილდღეობისთვის”, – აცხადებს პუტინი.