ერდოღანი: ნატო თურქეთის გარეშე ჩამოიშლება

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ნატო-ს თურქეთის გარეშე სირთულეები შეექმნება, რომლებიც საფრთხეს შეუქმნიან ალიანსის არსებობას.

ამის შესახებ მან ხალხისადმი ტელემიმართვისას ბრიუსელის სამიტის შედეგების კომენტირებისას თქვა.

”თურქეთის გარეშე ნატო-ს გაუჭირდება არა მხოლოდ თავისი ძალების შენარჩუნება, არამედ – არსებობა. თურქეთი სრულად ასრულებს ალიანსის წინაშე აღებულ ვალდებულებებს. ის აღიარებს ნატო-ს შენარჩუნების მნიშვნელობას მიუხედავად იმისა, რომ სრულად მარტო დარჩა, როდესაც მას ალიანსის მხარდაჭერა სჭირდებოდა”, – თქვა ერდოღანმა.

მისივე თქმით, რეგიონულ კრიზისებში “ერაყიდან სირიამდე, პალესტინიდან ლიბიამდე ნატო-მ ვერ აჩვენა მისგან მოსალოდნელი ძლიერი ნება”.

”სამიტზე მოლაპარაკებების დროს ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ მცდარია მიდგომა ”ცუდი ტერორისტები – კარგი ტერორისტები”, – თქვა ერდოღანმა და დასძინა, რომ ელოდება ნატო-ს მხრიდან ”უფრო გულწრფელ და ძლიერ წვლილს” თურქეთის მუშათა პარტიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები