კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის განსაზღვრული ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიება 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც გავრცელდება
საარჩევნო კოდექსის მუხლი, რომელიც ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით განსაზღვრულ ზოგიერთ საარჩევნო ღონისძიებასა და ვადას ეხება, შეიცვლება, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ცვლილების შედეგად, ამ მუხლით გაწერილი რეგულაციებით შესაძლებელი გახდება 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ორგანიზება. აღნიშნული ინიციატივით ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გამოვიდა, სადაც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავდნენ. მოსაზრება კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა და მომხსენებელმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გაიზიარა.
კანონის მოქმედ რედაქციაში გაწერილი რეგულაცია, ძირითადად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვრცელდებოდა, – აღნიშნულია ინფორმაციაში.