თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მასთან ერთად დაკავებული პირები – გიორგი ხაინდრავა და ვასილ მხეიძე კვლავ პატიმრობაში რჩებიან

თავდაცვის ყოფილი მინისტრი და მასთან ერთად დაკავებული პირები – გიორგი ხაინდრავა და ვასილ მხეიძე კვლავ პატიმრობაში რჩებიან.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.

ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატები თავდაცვის ყოფილი მინისტრის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ. ამასთან სასამართლოს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენებას – პასპორტის, პირადობის შესაბამის ორგანოში ჩაბარებას სთავაზობდნენ.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები